ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების მთავრობა  5 ათასი ჯარისკაცს  აგზავნის  ჰაიტიში 


შეერთებული შტატების მთავრობამ 5 ათასი ჯარისკაცი გამოყო ჰაიტიში წასასვლელად. ჯარისკაცების დანიშნულება ქვეყანაში უსაფრთხოების შენარჩუნება და ჰუმანიტარული დახმარების განაწილება არის.

პრეზიდენტმა ობამამ დღეს განაცხადა:

„მინდა მივმართო ჰაიტიელ ხალხს დარწმუნებით და მკაფიოდ, და ვუთხრა, რომ მარტო არ დაგტოვებთ. თქვენთვის ამ საბედისწერო ჟამს ამერიკა და მთელი მსოფლიო თქვენს გვერდითაა."

პრეზიდენტმა გუშინ 100 მილიონი დოლარი გამოჰყო ჰაიტიში სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩასატარებლად. ეს ამერიკის უახლოეს ისტორიაში ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული დახმარებაა.

ამერიკის სამხრეთის სამეთაურო შტაბის განცხადებით, არმიის ასობით ჯარისკაცი უკვე ჰაიტიში იმყოფება. მათ მალე კიდევ რამდენიმე ასეული არმიის ჯარისკაცი და ორი ათასი საზღვაო ქვეითი შეუერთდება ქვეყანაში უსაფრთხოების შენარჩუნებისა და ჰუმანიტარული დახმარების გასანაწილებლად.



XS
SM
MD
LG