ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰაიტის მოსახლეობამ დედაქალაქ პორთ-ო პრინსში მესამე ღამე  ღია ცის ქვეშ გაატარა  



ჰაიტის მოსახლეობამ დედაქალაქ პორთ-ო პრინსში მესამე ღამე ღია ცის ქვეშ გაატარა. უიმედო ხალხი შეპირებულ დახმარებას ელოდება, რომელიც ძალიან ნელა აღწევს მიწისძვრისგან დაზარალებულ ჰაიტიმდე.

ამ წუთებში დაღუპულად ითვლება 45-და 50 ათასამდე ადამიანი.

ავიამზიდი იუ ეს ეს კარლ ვილსონი ჰაიტიში დღეს შევა, სადაც იგი შვეულმფრენებს, სამაშველო რაზმებსა და ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებს. გუშინ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მედიკამენტები, სურსათი და დამხმარე პერსონალი ძალიან ნელა შედიოდა ჰაიტიში. მთავარი აეროპორტი კი უკვე სავსეა დახმარებით დატვირთული თვითმფრინავებით.

„არ არის წყალი, საკვები, არანაირი დახმარება. ველით შველას.“


მოსახლეობის შეშფოთებას აჟღერებს ერთერთი სადამხმარებლო სააგენტოს თანამშრომელი ლუის სტალბერტი.


სადამხმარებლო სააგენტოების წარმომადგენლები და მაშველები აცხადებენ, რომ სურსათ სანოვაგისა და სხვადასხვა საქონლის მიტაცება გახშირდა. ჰაიტის მოსახლეობა გადარჩენისთვის იბრძვის.


XS
SM
MD
LG