ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამამ ჰაიტის დახმარება აღუთქვა


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ობამა მიწისძვრით დაზარალებულ ჰაიტის ყოვლისმომცველი დახმარების გამოყოფას პირდება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ყველა ღონეს იხმარს ჰაიტიში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი პაულა უოლფსონი თეთრი სახლიდან იუწყება, ამერიკის სამაშველო ბრიგადები კატასტროფის ზონაში უკვე გაემგზავრა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა მიწისძვრისგან დაზარალებულებისთვის სწრაფი და კოორდინირებული დახმარების პროგრამის განხორციელება დაიწყო. ამასთან დაკავშირებით მან აღნიშნა: „ჰაიტის მოსახლეობა შეერთებული შტატების სრული მხარდაჭერით ისარგებლებს და ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ რათა გადავარჩინოთ ისინი, ვინც დაზარალდა. ამას გარდა ჩვენ ჰუმანიტარულ დახმარებას - სურსათს, წყალსა და მედიკამენტებს - ვაგზავით იქ რადგან ჰაიტელებისთვის ამ დახმარების დროულად მიღებას გადამწყვეტი როლი ექნება მომდევნო რამოდენიმე დღის მანძილზე.“ზარალებულ ზონაში უკვე გაიგზავნა და ამას გარდა ჰაიტი მალე დამატებით ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებს. „ვინაიდან ამგვარი კატასტროფების დროს უაღრესად მნიშვნელოვანია კატასტროფის შემდეგ პირველი საათები და დღეები, როცა ჯერ კიდევ შესაძლებელია ადამიანების გადარჩენა, მე დავავალე ჩემს ადმინისტრაციას ადგილზე დახმარების გაწევა და ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან მოქმედების კოორდინირება,“ აღნიშნა პრეზიდენტმა. თეთრ სახლში გაკეთებულ მოკლე განცხადებაში პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა, რომ სამაშველო ოპერაციები რთულ და გამოწვევებით აღსავსე ვითარებაში განხორციელდება. მან აგრეთვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას დასაკარგი დრო არ გააჩნია. პრეზიდენტმა ობამამ ამერიკელებს მოუწოდა ყველა ღონე იხმარონ ჰაიტისთვის დახმარების გასაწევად. მან აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებსა და ჰაიტის შორის მტკიცე კავშირი არსებობს. „ჩვენ ლოცვებში დაღუპულებსა და მათ ოჯახებს მოვიხსენიებთ. ჩვენი პასუხი სწრაფი იქნება და ჰაიტის ხალხს ამ დაპირებას ვაძლევ - ამერიკის შეერთებული შტატები კვლავინდებურად თქვენი მეგობარი და პარტნიორი იქნება.“ უნდა აღინიშნოს, რომ გვიან სამშაბათს მომხდარი მიწისძვრის შედეგად ჰაიტის დედაქალაქი პორტ-ო-პრენსი თითქმის მთლიანად განადგურდა. ჟენევაში მდებარე საერთაშორისო წითელი ჯვრის განცხადებით მიწისძვრის შედეგად სამი მილიონი ადამიანი დაზარალდა. არის იმის შიში, რომ დაღუპულია ათასობით ადამიანი.


XS
SM
MD
LG