ბუნებრივი კატასტროფის შედეგად დაშავებულმა ჰაიტელებმა, განმეორებითი მიწისძვრის შიშით, ღამე პორტ-ო-პრინსის ქუჩებში გაატარეს.
ათიათასობით ადამიანი დაღუპულად ითვლება, ნანგრევებში მოყოლილი ხალხის რაოდენობა დაუდგენელია.
ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით:
“ქუჩაში უამრავი დაჭრილი დე ბევრი სისხლია, გადაადგილება ჭირს, დანგრეული კედლების გამო ჩვენ მანქანის ტარება გვიჭირდა. “
თვითმხილველები ამბობენ,რომ ის ხალხი ვინც 7 ბალიანი მიწისძვრას გადაურჩა, სასულიერო გალობებს ასრულებდა.
ისინი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა ქვეყნისგანჰუმანიტუარულ დახმარებას მოელოდნენ.
პირველითვითმფრინავები მაშველთა ჯგუფებითა და ჰუმანიტარული დახმარებით, ამერიკიდან, ბრაზილიიდან და ისლანდიიდან ჰაიტიზე გუშინ გვიან საღამოს ჩაფრინდნენ.