ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტურისტებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ჩინელი მამაკაცი დაკავაბულია


ჰონკონგის პოლიციის განცხადებით, დაკავებულია ტურისტებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ჩინელი მამაკაცია. თავდამსხმელმა გუშინ მჟავით სავსე ორი ბოთლი ტურისტების ჯგუფს ესროლა. მჟავის გადასხმით 30 ადამიანი დაშავდა.

პოლიციის თქმით, მამაკაცი თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე ერთ-ერთი შენობის სახურავზე იდგა და ტურისტებს აკვირდებოდა. ჯერ-ჯერობით უცნობია დაკავებული მამაკაცი ასევე არის თუარა ეჭვმიტანილი ჰონ კონგში განხორციელებულ რამდენიმე სხვა თავდასხმაშიც, რომელთა დროსაც ასევე მჟავები იყო გამოყენებული.

გუშინ დაშავებული ტურისტები, მათ შორის ბავშვებიც, საავადმყოფოში სამედიცინო დახმარების შემდეგ სახლში გაუშვეს კანის მსუბუქი დაზიანებით.




XS
SM
MD
LG