ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ელვის პრესლის დაბადებიდან 75წელი გავიდა


დღეს როკენ-როლის მეფის ელვის პრესლის დაბადების დღიდან75 წელი სრულდება.

პრესლის მუზეუმი,რომელიც კლივლენდში მდებარეობსამ დღეს განსაკუთრებულად აღნიშნავს. მუზეუმის დირექტორის ჰოვარდ კრამერის განცხადებით,როკენ-როლის ლეგენდის მუზეუმს მისი დაბადების დღისთვის ახალი საგამოფენო ნიმუშები შეემატა.

„მუზეუმს ხშირად ახალი ექსპონატებითვანახლებთ.აქ როკენ-როლის მეფის პირად ნივთებსაც იხილავთ. აქვეა პრესლის საკონცერტო ტანსაცმელი , აფიშები...საბედნიეროდ, მას ნივთების გადაყრა არ უყვარდა და ამიტომაც 30 წლის მანძილზე შევძელით 10ათასამდე ნივთი მოგვეპოვებინა“ ამბობს კრამერი.

მუზეუმის სიამაყეა ელვის პრესლის "ლინკოლნის" მარკის ავტომობილი,აკუსტიკური გიტარა და მუსიკალური მოწყობილობა.

„ჩვენი მუზუმის ექსპონატიის გიტარა გახლავთ,რომელზეც პრესლი 1961 – 68წლებში უკრავდა.“-აღნიშნავს მუზეუმის დირექტორი.

ელვის პრესლიმ მომდევნო თაობებს გარდა გენიალური შემოქმედებისა,საკუთარი საკონცერტო სამოსების უდიდესი კოლექციაც უსახსოვრა.როკენ-როლის მეფეს სცენაზე გამოსვლა გამორჩეულად კაშკაშა და ბრჭყვიალა სასცენო კოსტიუმებით უყვარდა.იმდენი კოსტიუმი ჰქონდა,რომმათი ზუსტი რაოდენობა თავადაც არ იცოდა.


„ჩვენს მუზეუმშიელვის პრესლის 117ცალი საკონცერტო კოსტიუმია წარმოდგენილი.ზოგიერთი მათგანი მთლიანი კომპლექტი გახლავთ, ერთერთი კოსტიუმს მოსასხამიც კი ახლავს“აღნიშნავს მუზეუმის დირექტორი.

ყოველწლიურად8იანვარს მემფისში -როკენ როლის მეფეს ელვის პრესლის გრეისლენდის სახლსაც ათასობით ადამიანი ესტუმრება ხოლმე.ამით პრესლის გულშემატკივრები საკუთარ კერპის მიმართ სიყვარულსა და თაყვანისცემას გამოხატავენ.პრესლის სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორის კევინ კერნის თქმით ,წლევანდელი გამოფენა მნახველებს აუცილებლად დააინტერესებს:

„ამ გამოფენაზე დამთვალიერებელს საშუალება მიეცემა -ელვის პრესლი,როგორც ჩვეულებრივი ადამიანი გაიცნოს.მის თვალწინ საშუალო ფენის ადამიანის ცხოვრება გაცოცხლდება ,რომელმაც საკუთარი კარიერასაერთო სახცოვრებლიდან დაიწყო და მეფურ სასახლეში დაამთავრა."

როკენ-როლის მეფემ ელვის პრესლიმ გრეისლენდის სახლი1957წელს წარმატების დადგომისთანავეშეიძინა.მან მთელი დარჩენილი სიცოცხლე იქ იცხოვრა და 42 წლის ასაკში გარდაიცვალა .კევინ კერნის თქმით,საოცარია,რომ დღემდე ამ სახლის კედლებიათასობით ადამიანს იზიდავს :

„ამის მიზეზი კი ალბათ ის გახლავთ,რომ გარდა უნიკალური ხმისა-ელვისი სხვადანარჩენი თვისებებითაც განსხვავდებოდაადამიანებისგან-იცვამდა სხვანაირად,მოძრაობდა სხვანაირად,მან შეძლო,რომ იმ დროინდელი კულტურა შეეცვალა.ალბათ ამაშია საიდულმლოება,სწორედ ამ მემკვიდრეობის გამო სურთ ადამიანებს,რომ ელვისის სახლში მოვიდნენ და მის ხსოვნას პატივი მიაგონ“

ელვის პრესლის დაბადების დღეს ამერიკის დედაქალაქშიც აღნიშნავენ. გამოფენები მოეწყობა ვაშინგტონის ეროვნული პორტრეტების გალერეასა და ახალი ამბების მუზეუმში. მნახველებს ასევე უმასპინძლებს ლოს ანჟელესის გრემის მუზეუმიც.

"არსიეის" კომპანია კი როკენროლის მეფის -ელვის პრესლის სიმღერების ახალ კრებულს სახელწოდებით „ელვისი 75" -ს გამოსცემს.



XS
SM
MD
LG