ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი ადამიანის უფლებათა დამცველები პრეზიდენტ ბარაკ ობამას აკრიტიკებენ


ამერიკელი ადამინის უფლებათა დამცველები პრეზიდენტ ბაკარ ობამას იმის გამო აკრიტიკებენ, რომ მან გუანტანამოს ციხიდან იემენში პატიმრების გადაყვანის პროცესი შეაჩერა.

პრეზიდენტმა გადაწყვეტილება სამშაბათს მიიღო, მისი განცხადებით ქვეყანაში არამყარი უსაფრთხოების სიტუაციის გამო. ამერიკელი კანონმდებლები აცხადებენ, რომ გათავისუფლებული იემენის მოქალაქეები შესაძლოა ალ-ყაიდას მეამბოხეთა ჯგუფებს შეუერთდნენ, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებზე თავდასხმებს გეგმავენ.

ამერიკის სამოქალაქო თავისუფლების კავშირში აცხადებენ, რომ მხოლოდ იმის გამო რომ ყოფილი პატიმრები იემენიდან არიან, მათი საპყრობილეში გაჩერება არასამართლიანი და არაკეთილგონიერია.

ორგანიზაცია Human Rights Watch-ი აღიარებს, რომ იემენი ობამას ადმინისტრაციისთვის სერიოზული პრობლემაა, მაგრამ მისივე განცხადებით, იემენის მოქალაქეების უსაფუძვლო პატიმრობაში გაჩერება ამერიკის მიმართ გულისწყრომას ზრდის და ალ-ყაიდას პროვოციერბას ახდენს.

XS
SM
MD
LG