ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ამოქმედებული ჭურვის აფეთქების შედეგად დაღესტანში 6 პოლიციელი დაიღუპა


თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ამოქმედებული ჭურვის აფეთქების შედეგად დაღესტანში 6 პოლიციელი დაიღუპა და 10 დაიჭრა.

ოფიციალური ინფორმაციით, კამიკაძე ავტომობილში დამონტაჯებული ასაფეთქებელი საშუალებებით, მახაჩკალასთან ახლოს საგზაო პოლიციის მიღმა გავლას ცდილობდა.

სამართალდამცველები აცხადებენ, რომ დაზიანებულია რამდენიმე გაჩერებული მანქანა.

დაღესტანი ჩეჩნეთს ესაზღვრება, სადაც დიდი ხანია მიდის ბრძოლა ისლამისტ სეპარატისტებსა და რუსეთის ჯარებს შორის.

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კავკასია რუსეთისთვის ყველაზე მტიკივენული ნაწილია.

XS
SM
MD
LG