ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის მთავრობამ აღმოსავლეთ იერუსალიმში ებრაული დასახლების პროექტის მშენებლობა დაამტკიცა


ისრაელის მთავრობამ აღმოსავლეთ იერუსალიმში ებრაელებისთვის ოთხი საცხოვრებელი სახლის აშენება დაამტკიცა, რასაც პალესტინელების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.

იერუსალიმის მუნიციპალურმა კომიტეტმა ხსენებული სამშენებლო პროექტი დღეს დაამტკიცა. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია 24 ბინის მშნებელობა, რომელიც განლაგებული იქნება ზეთისხილის მთაზე მდებარე ებრაული სემინარიის მახლობლად. პროექტის განხორციელების შემთხვევაში ქალაქის ამ ნაწილში ებრაული უბანი შეიქმნება.

პალესტინური ავტონომიის წარმომადგენელმა საებ ერეყატმა დაგმო სამშენებლო პროექტი და აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ იერუსალიმში დასახლებების გაფართოება ძირს უთხრის ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს.

პალესტინელები აღმოსავლეთ იერუსალიმს საკუთარი სახელმწიფოს დედაქალაქად აღიქვამენ.

XS
SM
MD
LG