შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ გუშინ განაცხადა, რომ ფინანსური კრიზისის თავიდან ასაცილებალდ საბანკო სექტორში უფრო მკაცრი მარეგულირებელი ზომების დანერგვაა საჭირო. თუმცა, მან სესხზე საპროცენტო განაკვეთის მოსალოდნელი გაზრდა არ გამორიცხა. ფედერალური რეზერვის თავმჯდომარე ბენ ბერნანკე ატლანტაში კონფერენციაზე გამოვიდა სიტყვით და განაცხადა, რომ 2008 წელს უძრავი ქონების ბაზრის დაცემა გამოიწვია არა დაბალმა საპროცენტო განაკვეთმა, არამედ სესხების გაცემაზე არსებულმა სუსტმა რეგულაციებმა. ბერნანკეს თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ფინანსური სფეროს მარეგულირებელი სისტემა სათანადოდ გამკაცრდეს. ხოლო, თუ რეფორმები დროულად და სწორად არ ჩატარდა, მაშინ კრიზისის დასაძლევად ფედერალურმა რეზერვმა შესაძლოა საპროცენტო განაკვეთი გაზარდოს, რაც ეკონომიკას კიდევ უფო დაასუსტებს.