ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალ-ყაიდა ამერიკაზე თავდასხმების გამეორებას   დიდი ხანია ცდილობს


ყოველკვირეულ რადიო და ინტერნეტ მიმართვაში, ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა,რომ სავარაუდოდ ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ჯგუფია ეჭვმიტანილი შეერთებული შტატებისკენ მომავალი თვითმფრინავის აფეთქების მცდელობაში.


23 წლის ნიგერიელი უმარ ფარუქ აბდულმუთალაბი25 დეკემბერს ამსტერდამიდან დეტროიტის რეისის აფეთქებას ცდილობდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ალ-ყაიდამ აიღო. პრეზიდენტის განცხადებით, ალ-ყაიდა დიდი ხანია ცდილობს ამერიკზე თავდასხმების გამეორებას. იემენში 2008 წელს ქვეყნის საელჩოში ამერიკის მოქალაქე მოკლეს.შედეგად პრეზიდენტის ადმინისტრაცია იემენის მთავრობასთან მჭიდრო მუშაობას განაგრძობს.

“როგორც პრეზიდენტის, ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იემენის მთავრობასთან პარტნიორობა, სამხედრო ძალების წვრთნა და აღჭურვაში დახმარება, მათთან ინფორმაციის გაცვლა და ალ-ყაიდას დასამარცხებლად მუშაობაა.” ამბობს ბარაკ ობამა.

ამერიკის მთავრობამ იემენში ტერორიზმთან ბრძოლისთვის 2009 წელს 67 მილიონი დოლარი გამოყო. პრეზიდენტის განცხადებით დახმარება გაგრძელდება.

“საწვრთნელი ბანაკები გაიძარცვა, მოხდა ლიდერების ლიკვიდაცია, დაინგრა ბაზები.შობის დღეს ტერორისტულ აქტში მონაწილე ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ პასუხის გეგმა მათაც მოუწევთ.”-აცხადებს პრეზიდენტი.

მიუხედავად ამისა, რესპუბლიკელი ოპოზიციონერები პრეზიდენტს მეამბოხეთა და ტერორისტთა მიმართ არასაკმარის სიმკაცრეში ადანაშაულებენ. პრეზიდენტი ობამა ცდილობს დაიცვას საკუთარი მთავრობის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ამერიკა ერაყიდან ჯარების გამოყვანას და ავღანეთში დამატებითი სამხედროების გაგზავნას აპირებს. დღესასწაულებზე პრეზიდენტი ოჯახთან ერთად ჰავაის რეზიდენციაში იმყოფებოდა, თუმცა ტერორიზმთან დაკავშირებულ ყოველდღიურ განახლებულ ინფორმაციას იღებდა.

შვებულებიდან დაბრუნებული პრეზიდენტი სამშაბათს თეთრ სახლში უსაფრთხოებისა და დაზვერვის დარგში მრჩეველებთან შეხვედრას გეგმავს. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ შობის დღის ინცინდენტის შემდეგ, უსაფრთხოების ზომებს აუცილებლად გაამკაცრებენ. ამერიკის კონგრესში მოსალოდნელია მოსმენების ჩატარება ანტი-ტერორისტულ უწყებებს შორის, ინფორმაციის დაცვის და კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით.



XS
SM
MD
LG