პაკისტანის პოლიციის
განცხადებით, იმპროვიზირებული ასაფეთქებელი მოწყობილობთ განხორციელებულმა თავდასხმამ
პაკისტანის რეგიონალური საქმეების ყოფილი მინისტრისა და კიდევ ორი ადამიანის სიცოცხლე
იმსხვერპლა.
ოფიციალური ცნობებით, აფეთქების სამიზნე განი ურ რეჰმანის მანქანა იყო. მანქანაში მასთან ერთად პირადი დაცვის წევრი და მძღოლი ისხდნენ, რომლებიც შემთხვევის ადგილზე დაიღუპნენ. თავდასხმა ქევყნის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ჰანგუს რაიონში მოხდა.
საინფორმაციო სააგენტოებზე დაყრდნობით, ალ ყაიდა და მასთან ასოცირებული ჯგუფები ყოველდღიურად აწარმოებენ მსგავს თავდასხმებს პაკისტანის ჩრდილოეთში.