ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაის წარმომადგენელი აცხადებს, რომ პრეზიდენტი არ არის კმაყოფილი იმით, რომ პარლამენტმა მის მიერ შემოთავაზებული მინისტრთა კაბინეტის თითქმის 70 პროცენტი არ დაამტკიცა.
ვაჰიდ ომარმა კონფერენციაზე დღეს განაცხადა, რომ „მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება სასიამოვნო არ არის, პრეზიდენტი პატივს სცემს ქვეყნის კონსტიტუციას და ნომინანტების ახალ სიას მოგვიანებით გაუგზავნის პარლამენტს.“
პარლამენტის წევრებმა გუშინ უყარეს კენჭი ნომინანტებს და 24-დან 17 თანამდებობაზე არ დაამტკიცეს. კაბინეტის უარყოფილ წევრებს შორის იყო ერთადერთი ქალი, რომელიც ქალთა საქმეების მინისტრად იყო წარმოდგენილი.გაეროს მისიის ხელმძღვანელი ქაბულში აცხადებს, რომ კაბინეტის დამტკიცების გადადება ავღანეთში მოქმედი მთავრობის შექმენას კიდევ უფრო შეაფერხებს.