იემენის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არ მოითმენს ქვეყანაში ტერორისტების ყოფნას. მანამდე კი სომალელი პარტიზანები იემენში მებრძოლთა ჯგუფის გაგზავნით დაიმუქრნენ. იემენის საგარეო საქმეთა მინისტრის აბუ ბაქრ ალ-ქირბის განცხადებით, იემენის მთავრობა მზადაა ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად. სომალელმა ისლამისტებმა მთელი მსოფლიოს მუსულმანებს იემენში ალ-ყაიდას მხარდაჭერისკენ და ურწმუნოთა წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდეს. მათ ასევე გაავრცელეს ჩანაწერი, სადაც ასობით სომალელი ისლამისტი საბრძოლო წვრთნას გადის.