ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო უცხოელის თვალით


ფრანკ შრაიერი -„საქართველოში 1995 წელს ჩამოვედი. გერმანიაში გავიცანიჩემი მეუღლე, რომელიც ქართველია და ამის გამო გადავწყვიტე საქართველოში ჩემოსვლა და ქვეყნის დათვალიერება. ჩემი გეგმა იყო საქართველოში რამოდენიმე თვით ჩამოსვლა, მაგრამ სულ სხვანაირად აეწყო ჩემი ცხოვრება , საქართველოში სამუდამოდ დავრჩი. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ მე ძალიან მომეწონა საქართველო განსაკუთრებით კი საქართველოს ბუნება და ქართული ლიტერატურა. მე მთასვლელი ვარ. ვარ ასევე ფილოსოფოსი და სწორედ ამის გამო გადავწყვიტე უფრო ღრმად შემესწავლა ქართული ლიტერატურა და გავცნობოდი ქართველებს. ასე რომ მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ საქართველოში დარჩენა და აი უკვე 95 წლის შემდეგ ვცხოვრობ საქართველოში. „

ფრანკმა თბილისში გერმანული კერძო სკოლა გახსნა, სადაც იგი ქართველებს გერმანულს ასწავლის.

ფრანკ შრაიერი-„მე გერმანული ენის მასწავლებელი გახლავართ. მაქვს გახსნილი კერძო სკოლა, სადაც ვასწავლი ბავშვებსა და სტუდენტებს გერმანულ ენას. ჩემს სკოლაში მოსწავლეები არიან6 წლიდან დაახლოებით 25 წლამდე. გერმანულ ენასთან ერთად სკოლაში გერმანულ ლიტერატურასაც ვასწავლი. ჩემი მიზანია მოვამზადო მოსწავლეები ისეთ დონეზე, რომ მათ შემდგომში შესძლონ გერმანიაში განათლების მიღება. ამისათვის მე ვიყენებ გერმანული სწავლების მეთოდოლოგიას, რომელიც საგრძნობლად განსხვავდება ქართული სწავლების მეთოდოლოგიისაგან. გერმანულისწავლის მეთოდი უფრო პრობლემატიკის გადაჭრას ეფუძნება ქართული კი უფრო დაზეპირების პრინციპზეა აგებული.მე გერმანიაში უნივერსიტეტსა და გოეთეს ინსტიტუტში ვასწავლიდი და ამის გამო გერმანული პედაგოგიკის სპეციფიკისსაკმაო გამოცდილება გამაჩნია. „

ფრანკს სამი შვილი ჰყავს. როგორც მან აღნიშნა მისი შვილები ორივე ენას ფლობენ.

ფრანკ შრაიერი- „ჩემი შვილები ორივე ენას ფლობენ. თუმც ვფიქრობ, რომ ისინი ამჟამად ქართულად უფრო კარგად საუბრობენ, რადგანაც ისინი საქართველოში იზრდებიან. მე ვცდილობ მათ გერმანულად ველაპარაკო. დედამისი კი მათთან ქართულად საუბრობს. ხანდახან მეც ქართულად მიწევს მათთან საუბარი. ეს არც თუ ისე ადვილია. ქართული ენა ძალიან რთულია, მე დღემდე ქართულის სწავლის პროცესში ვარ".

ბატონმა ფრანკმა აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს ომის დროს გი საქართველოში იმყოფებოდა და მიუხედავად იმისა, რომ სიყუაცია საქართველოში არც თუ ისე სასიამოვნო იყო იმ დროს, მას არც ერთი წუთით არ უფიქრა საქართველოს დატოვება და ოჯახთან ერთად გერმანიაში გადასვლა. თქვენ საქართველოს ნამდვილი პატრიოტი ბრძანდებით ვუთხარი ფრანკს. დიახ, ალბათ ეს ასეა! - მიპასუხა ფრანკმა.

XS
SM
MD
LG