ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელებს ხანგრძლივი და რთული გზა აქვთ გასავლელი ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში


ამერიკული სამგზავრო ავიალაინერის აფეთქების მცდელობა ყველაფერთან ერთად კიდევ იმაზეც მიუთითებს, რომ ალყაიდას დამარცხებას კიდევ კარგა ხანი დასჭირდება - აცხადებენ ამერიკელი ოფციალური პირები, კონგრესის წევრები და ექსპერტები ტერორიზმის დარგში. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჰავაიში გაკეთებულ განცხადებაში ფართო საზოგადოებრიობას გააცნო ის მიზეზები, რომლის გამოც შესაძლებელი შეიქმნატერორისტის ამერიკულ ავიალაინერზე ასვლა.

-„ჩვენთვის ცნობილია, რომ ადგილი ჰქონდა უშიშროების სისტემაში სისტემურ ჩავარდნას. ჩვენ შესაბამისი დასკვნები უნდა გავაკეთოდ ამ ინციდენტიდან სასწრაფოდ გამოვასწოროდ არსებული პრობლემა უშიშრობის სისტემაში, რადგან საქმე ეხება ქვეყნის უშიშროებასა და ადამიანების სიცოცხლეს “- განაცხადა ბარაკ ობამამ.

პარასკევს მომხდარი ინციდენტი კიდევ ერთი მინიშნებაა იმაზე, რომ ამერიკის მიმართ ტერორიზმის საფრთხე სულაც არ არის შენელებული, მას შემდეგ რაც 2001 წელს 11 სექტემბრის მოვლენებს ჰქონდა ადგილი. აი რა თქვა რესპუბლიკელმა მიჩიგანელმა კონგრესმენმა პიტ ჰოექსტრამ:

-„ამერიკელმა ხალხმა უნდა შეიგნოს ერთი რამ, რომ ტერორიზმის საფრთხე ძალზე რეალურია. ეს საფრთხე არ შენელებულა. იგი ფაქტობრივად აი უკვე თითქმის 20 წელია არსებობს. ჩვენ თვითონ უნდა გადავიდეთ შეტევაზე და შევინარჩუნოთ ეს შეტევა ტერორიზმის წინააღმდეგ. ამ ძალისხმევაში უნდ ჩავრთოთ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები. ტერორისტები თავისთავად უარს არ იტყვიან ბოროტმოქმედებაზე.“

უკანასკენლ ინციდენტთან დაკავშირებით სულ უფრო ხშირად გაისმის კითხვები იმის თაობაზე თუ როგორ მოახერხა ნიგერიელმა ტერორისტმა ავიალაინერის ბორტზე ფეთქებადი მასალის ატანა. აი რა თქვა ამის თაობაზე ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ნალიტიკური განყფოფილების ყოფილმა თანამშრომელმა მაიკლ შოიერმა:

-„უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ინციდენტში ჩვენ დიდი მარცხი განვიცადეთ. პრაქტიკულად ყველაფერი განხორციელდა ალყაიდას მიერ გარდა ერთი რამისა - ვერ მოახერხეს სისხლის დაღვრა. ამერიკელები დღემდე შიშის ქვეშ იმყოფებიან, საჰაერო მიმოსვლის ღირებულება სულ უფრო იზრდება. ასე რომ მათ კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცეს, რომ ალყაიდა საკმაოდ სერიოზული მტერია, რომლის დამარცხებამდე ჩვენ ჯერ კიდევ ძალზე, ძალზე რთლი და გრძელი გზა გვაქვს გასავლელი.“

მისივე თქმით მეორეს მხრივ ნიგერიელმა ტერორიტმა პროფესიულ დონეზე მაინც ვერ მოახერხა დასახული მიზნის შესრულება, რაც ამ თვალსაზრისით ალყაიდას განსაზღვრულ სუსტ მხარეზეც მიუთითებს.

როგორც გაირკვა ნიგერიელ ტერორისტს ამერიკული ვიზა ჰქონდა. ამის თაობაზე შინაგანი უშიშროების სამსახურის ყოფილმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ვიზების გაცემის საკითხიც ალბათ გადასინჯვის ონბიექტი გახდება გამოძიების პროცესის პარალელურად.

იემენში ალყაიდასთან დაკავშირებულმა ჯგუფმა განაცხადა, რომ ნიგერიელი ტერორისტი მათი დავალებით შეეცადა ამერიკული ავიალაინერის აფეთქებას. ეს განცხადება ვერ იქნა დამოუკიდებელი წყაროებიტ დადასტურებული. აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ ერთხელ და სამუდამოდ ამოძირკვავს ტერორიზმს და სერიოზულ დარტყმას მიაყენებს მათ, ვინც შეეცდება აშშ-ს მიმართ ტერაქტის განხორციელებას.

XS
SM
MD
LG