ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"საჰაერო ფრენების უსაფრთხოების სისტემა  დახვეწას საჭიროებს "- აცხადებს ბარაკ ობამა


აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ამერიკულ სპეც-სამსახურებს შორის კომუნიკაციაში მომხდარი ჩავარდნის შედეგად ნიგერიელმა ტერორისტმა ამსტერდამში დეტროიტისაკენ მიმავალ ამერიკულ ავიალაინერზე მოახერხა ასვლა. ჰავაიში გაკეთებულ განცხადებაში ობამამ აღნიშნა, რომ ტერორისტის მამამ ნიგერიაში ამერიკულ საელჩოში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომელს შეატყობინა, რომ მისი შვილი ამერიკული სამგზავრო ავიალაინერის აფეთქებას აპირებდა, მაგრამ რატომღაც ამ გაფრთხილებაზე მყისიერ რეაქციას არ ჰქონდა ადგილი. 23 წლის ტერორისტის უმარ ფარუკ აბდულ მუტალაბის გვარი უბრალოდ პოტენციურ ტერორისტთა სიაში მოხვდა და არა სპეციაალურ სიაში, რომლითაც ამ პიროვნებას საერთოდ აეკრძალებოდა ავიალაინერებზე ასვლა. სულ უფრო ხმამაღლა გაისმის იმის კრიტიკა თუ როგორ მოახერხა ამ პირვნებამ ფეთქებადი მასალის ბორტზე ატანა. პრეზიდენტმა უსაფრთხოების დარგში ამ ჩავარდნას აბსოლუტურად მიუღებელი უწოდა და მოითხოვა ამ პრობლემის სასწრაფოდ გამოსწორება.

XS
SM
MD
LG