ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა ახალი შეტევითი იარაღი უნდა შექმნას


რუსეთის პრემიერ- მინისტრი ვლადიმირ პუტინი ცხადებს, რომ ამერიკასთან გასათანაბრებლად რუსეთმა ახალი შეტევითი იარაღი უნდა შექმნას. პუტინის თქმით, ევროპაში ამერიკული რაკეტსაწინაღო სისტემის განლაგება ძალთა თანაფარდობას შეცვლის და ახალი იარაღის შექმნა სწორედ ამ დისბალანსის გაქარწყლებას ისახავს მიზნად. ქალაქ ვლადივოსტოკში მყოფმა პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსკოვს ამერიკული რაკეტსაწინაღო სისტემის შესახებ უფრო ვრცელი ინფორმაციის მოპოვება სურს. მან დასძინა ისიც, რომ რაკეტსაწინაღო სისტემის პრობლემა, სტრატეგიული იარაღის შემცირებისადმი მიძღვნილი ახალი ხელშეკრულების შემუშავებასაც აფერხებს. აღსანიშნავია, რომ ახალმა ხელსეკრულებამ 1991 წელს მიღებული ძველი უნდა შეცვალოს.

XS
SM
MD
LG