ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრესის მიმოხილვა:


გაზეთ ვაშინგტონ პოსტში 26 დეკემბერს რონალდ ასმუსის სტატია გამოქვეყნდა სათაურით „რუსეთის სფერო ევროპაში." სტატია რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობას და რუსეთის მიერ ევროპულ უსაფრთხოებაში თვითდამკვიდების ახალ მოდელზე საუბრობს.

სტრატეგიული, ანუ ბირთვული იარაღის კონტროლის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკება ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ისევ გრძელდება. ამერიკას ავღანეთთან და ირანთან ურთიერთობაშიც სჭირდება მოსკოვის მხარდაჭერა. მაგრამ ამ ბოლო დროს აქტიურად დაიწყო საუბარი იმაზე, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის შეხედულებებში ყველაზე დიდი განსხვავება არა ზემოთ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ისახება, არამედ ევროპის უსაფრთხოებასთან. რუსეთი ცივი ომის შემდეგ შექმნილი უშიშროების სისტემის შეცვლას ცდილობს.

სტატიის თანახმად, დასავლეთის პრესაში ძალიან ზედაპირულად იყო განხილული რუსეთის მიერ ერთი თვის წინ გაკეთებული განცხადება, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ევროპის უშიშროების სისტემის რუსეთისეულ მოდელზე გადაყვანას ითვალისწინებს. ამ შემოთავაზებაზე უფრო საყურადღებო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მიერ ნატო-რუსეთის საბჭოსთვის წარდგენილი დოკუმენტია, რომლითაც რუსეთი ევროპის უშიშროების მართვის მოდელს წარმოადგენს და ნატოს გაფართოვებასა და მისი უფლება-ვალდებულებების შეზღუდვას ისახავს მიზნად.

ბატონი ასმუსი აცხადებს, რომ მხოლოდ ამ ორ დოკუმენტზე დაყრდნობით ჩანს, რომ რუსეთი და ამერიკა „ორ სხვადასხვა პლანეტიდან" უყურებენ ევროპის უსაფრთხოებას. ამ ახალი შემოთავაზებებით ცხადი ხდებამ, რომ რუსეთი 21-ე საუკუნეში მე-19-ე საუკინის დროინდელი გავლენის სფეროების დაბრუნებას ცდილობს. მოსკოვი ხედავს, რომ დასავლეთს მისი დახმარება სხვა პრიორიტეტულ საკითხებზე სჭირდება და ამ დახმარების თუ თანამშროლმობის სანაცვლოდ ის ევროპისგან დათმობებზე წასვლას მოელის.

ავტორის თქმით, ერთი საკითხი, რისი გათვალისწინებაც არ უნდა დაგვავიწყდეს, არის ის, რომ 1990 წლის პარიზის ხელშეკრულება და 1999 წლის სტამბოლის შეთანხმება სწორედ ცივი ომის შემდეგ ევროპის უშიშროების საკითხების მოგვარებას და „ახალი ევროპისთვის" ეგრეთ წოდებული „უფლებების წყების" შემუშავებას ემსახურებოდა. ეს შეთანხმებები გავლენათა სფეროების განახლებას ეწინააღმდეგებოდა.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთში წარმოიქმნა შეხედულება იმის თაობაზე რომ ამ ორი შეთანხმებით ნატო საკუტარი გავლენის სფეროს გაფართოვებას ცდილობდა. საქართველოსთან ომის შემდეგ რუსეთი სტამბოლის ხელშეკრულებას მთლიანად გამოეთიშა და როგორც სტატიაშია ნათქვამი, ამ ხელშეკრულებების ტექსტი რუსეთისთვის ახლა მხოლოდ უმნიშვნელო სიტყვებია. კრემლისთვის ძნელი დასაჯერებელია ის, რომ ბრიუსელი ნატოს გაფართოვებით არა რუსეთს ემუქრება რამით, არამედ წევრობის მსურველ ქვეყნებს ევროპაში გაერთიანების საშუალებას აძლევს.

ბატონი ასმუსის თქმით, რუსეთ-საქართველოს ომიც სწორედ ამ მოსაზრებიდან გამომდინარე მოხდა და მას ძალიან ცოტა ჰქონდა საერთო აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. რუსეთი საქართველოს ევროპის თანამეგობრობაში გაწევრიანებას ყველა შესაძლო ხერხით ეწინააღმდეგება. მოსკოვმა ეუთოს თითქმის ყველა შეთანხმება დაარღია, და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც ეუთოს ტერიტორიაზე ძალის გამოყენებით საზღვრების შეცვლას კძალავს.

სტატიის ავტორი პრეზიდენტი ობამას რუსეთის მიმართ უთიერთობის გადატვირთვის პოლიტიკას ეთანხმება და ამბობს, რომ ურთიერთობის შეცვლის საფუძველი რუსეთის ლეგიტიმურ და არალეგიტიმურ მოქმედებებზე უნდა იყოს გამობმული. მოსკოვი სხვა ყველა ქვეყანასთან ერთად თანასწორუფლბიანია საკუთარი უსაფრთხოების დაცვის მხრივ, მაგრამ მას იმის უფლება არ აქვს, რომ მეზობელ ქვეყნებში ხელისუფლების შეცვლას ხელი შეუწყოს და მათ საგარეო პოლიტიკის წარმოებაში ხელი შეუშალოს. ვაშინგტონის პოზიცია ამასთან დაკავშირებით მკაცრი და მკაფიო უნდა იყოს.

ბატონ რონალდ ასმუსთან ამ და სხვა თემებზე დეტალურ ინტერვიუს ჩვენს ხვალინდელ გადაცემაში შემოგთავაზებს. შეგახსენებთ, რომ ბატონი ასმუსი ბრუსელში არსებული ამერიკის ჯერმან მარშალ ფონდის ტრანსატლანტიკური ცენტრის აღმასრულებელი დირექტორია.

უცხოური პრესის დღევანდელი მიმოხილვა ყურადღებას ქრისჩან საიენს მონიტორში ფრედ ვეირის მიერ გამოქვეყნებულ სტატიზეც გაამახვილებს ყურადღებას. სტატია სახელით პრაგმატიზმი რუსეთსა და საქართველოს უკეთესი ურთიერთობისკენ უბიძგებს 28 დეკემბერს გამოქვეყნდა და საქართველოსა და რუსეთს შორის სავარაუდო ეკონომიკური კავშირების აღდგენაზე საუბრობს.

ბატონი ვეირის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ რუსეტსა და საქართველოს შორის ცეცხლი შეტყდა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კვლავაც უკიდურესად დაძაბულია. თუმცა, ამ დაძაბულობის ფონზე ექსპერტები მოწინააღმდეგეებს შორის ურთიერთობის შედარებით გამოსწორებას ვარაუდობენ.

ამ მიმართულებით, პირველი ნაბიჯი ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტის გახსნაა, რომლის თაობაზეც შეტანხმება გასულ კვირაში მოხდა. სტატიის ავტორი ამბობს, რომ ქართველების უმეტესობა რუსეთთან დადებითი ურთიერთობის დამყარების მნიშვნელოვან საკითხად აღიქვამს. მიუხედავად იმისა, რომ ორი ქვეყნის ლიდერებს ერთმანეტტან უკიდურესაც ცუდი პირადი ურთიერთობები აქვთ, პოლიტიკის წარმოება ამ პირად შეხედულებებ უნდა გასცდეს.

როგორც რუსეტის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს, ასევე პრემიერ მინისტრ პუტინს მიხეილ სააკაშვილზე უამრავი ბრალდება და ხშირად პირადად შეურაცხმყოფელი განცხადებებისც აქვთ გაკეთებული. ამასთან ერთად, თბილისში ოპოზიციის პროტესტებზე გათვლით, კრემლი იმედებს სააკაშვილის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებაზეც ამყარებდა.

სტატიაში ნათქვამია, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, მედვედევმა გასულ ნოემბერში გააკეტა განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის საერთაშორისო მოძრაობის აღდგენა ორივე ქვეყნის ინტერესში შედის.

რუსეთსა და საქართველოს შორის საზღვრის დაკეტვამ ყველაზე მეტად რუსეთის სამხრეთ კავკასიაში ერტადერთი მოკავშირე, სომხეთი აზარალა. ამასთან ერთად, რუსეთს სომხეთში მისი ძველი საბჭოური ბაზა ისევ აქვს შენარჩუნებული, სადაც სავარაუდოდ 1000 რუსი ჯარისკაცია დისლოცირებული. საქართველოსთან სატრანსპორტო ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ რუსეთს სამხედრო ბაზის მომარაგების პრობლემა შეექმნა.

სააკაშვილი, თავის მხრივ, რუსეთს მუდმივად ადანაშაულებს მისი მმართველობის გადატრიალების მცდელობაში. გასულ კვირას გაკეთებულ განცხადებაში მან თითოეულ ქართველს მოუწოდა საკუტარი სახლი ციხე-სიმაგრედ ექცია მტრის წინააღმდეგ. მან ქართველი ხალხი მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ გააფრთხილა.

თუმცა სტატია ასევე აღნიშნავს, რომ პირველად ომის დამთავრების შემდეგ, სააკაშვილმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველო რუსეთთან ცუდი ურთიერთობის ქონის უფლებას თავს ვერ მისცემს.

რუსეთში დაახლოებით ერთი მილიონი ქართველი ცხოვრობს, რომლებიც საქართველოში მცხოვრებ ოჯახებს ფულს რეგულარულად უგზავნია. ეს კი საქართველოს ეკონომიკისთვის დიდი სტიმულია. მას შემდეგ, რაც მოსკოვსა და თბილისს ურთიერთობები აერიათ, ყველა ფიქრობდა რომ ქართველების მასობრივი დეპორტაცია დაიწყებოდა, რაც ჯერ არ მომხდარა.

ექსპერტების აზრით, ზემოთ აღნიშნული დადებითი ძვრები საქართველოსა და რუსეთს შორის თავისუფლად შეიძლება უარესობისკენ შეიცვალოს რუსეთის მიერ აფხაზეთში ან ოსეთში პროვოკაციის განხორციელებით. ექსპერტების ნაწილი, ქუთაისში მეორე მსოფლიო ომის მემორიალი დემონტაჟის მსგავს შემთხვევებსაც არ გამორიცხავს, როგორც დესტაბილიზაციის გამომწვევ მიზეზს. დემონტაჟმა, რომლის შედეგადაც დედა და მისი 8 წლის გოგონა დაიღუპნენ, რუსეთში პოლიტიკური გამოხმაურება ჰპოვა. პუტინმა დაუყოვნებლივ უარყოფით ნაბიჯად შეაფასა ეს მოქმედება და მონუმენტის იდენტური ასლი მოსკოვში აშენდება.

სტატია იმ დასკვნით მთავრდება, რომ გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს მმართველ წრეებში ბევრი რუსეთთან ურთეიერთობის მოგვარების კატეგორიული წინააღმდეგია და რუსეთში კი საქართველოს მიმართ დამოკიდებულება საკმაოდ აგრესიული, ნორმალიზაციის პროცესი გრძელი და ფრთხილად გასავლელი გზა იქნება.


XS
SM
MD
LG