ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში გრძელდება არეულობა


ორი დღის მანძილზე ირანში დემონსტრატებსა და სამთავრობო ძალებს შორის მასობრივი შეტაკებები ხორციელდებოდა. თვითმხილველთა განცხადებით, ქალაქის ზოგიერთ ნაწილში,ძალოვანებმა დემონსტრატებს ცეცხლი პირდაპირ გაუხსნეს. ირანის ოპოზიციურიჯგუფების განცხადებით, პოლიციამ მთავრობის მიმართ საპროტესტო აქციებში მონაწილესულ ცოტა ხუთი რეფორმატორი დააპატიმრა. ირანის ოპოზიციონერულ ინტერნეტგვერდებზე აგრეთვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპოზიციის ლიდერი მირ ჰუსეინ მუსავიდა მისი ორი თანამებრძოლი დააკავეს. დაპატიმრებულია ადამიანის უფლებათა აქტივისტიემად ბაგჰიც და ოპოზიციის აქტიურიწევრი იბრაჰიმ იაზდი,რომელიც თავის დროზე ირანის რევოლუციური მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. ირანის სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციებისას სულ რვა ადამიანია დაღუპული.


XS
SM
MD
LG