ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბებმა ადგილობრივი ტომის ბელადი მოჰკლეს


პაკისტანის ხელისუფლების განცხადების თანახმად, თალიბებმა ერთ-ერთი ადგილობრივი ტომის ბელადი გამოასალმეს სიცოცხლეს.

გულ მუჰამედის თავმოჭრილი ცხედარი ბაჯაურის რაიონში გზისპირას აღმოაჩინეს. აქვე იპოვეს თალიბების მიერ დატოვებული წერილი, რომელიც მილიციაში მომუშავე პირებს სიკვდილით დასჯით ემუქრება.

თალიბები დაუნდობლად უსწორდებიან იმ ტომთა ბელადებს, რომლებიც პაკისტანის ხელისუფლების მიერ მათ წინააღმდეგ წამოწყებულ ომში იღებენ მონაწილეობას. ისლამაბადმა ეს საომარი კამპანია შეერთებული შტატების ზეწოლით წამოიწყო, თუმცა რაიმე მნიშვნელოვან წარმატებებზე ლაპარაკი ნაადრევია, რადგან თალიბები თითქმის ყოველდღე ანხორციელებენ თავდასხმებს.


XS
SM
MD
LG