ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამსტერდამიდან დეტროიტის მიმართულებით მიმავალ რეისზე ინციდენტი მოხდა





შეერთებული შტატების აეროპორტებში უსაფრთხოების ზომები კიდევ უფრო გამკაცრდა.

ამის მიზეზი კი ამსტერდამიდან დეტროიტის მიმართულებით მიმავალ რეისზე მომხდარი ინციდენტი გახდა, როდესაც ნიგერიელი მამაკაცი ბომბის აფეთქებით იმუქრებოდა. ის თავს ალ-ქაიდას ტერორისტული ქსელის წევრად აცხადებდა.

მგზავრები ჰყვებიან, რომ გაიგონეს ყვირილი და დაინახეს კვამლში გახვეული მამაკაცი, როდესაც ის ბომბის აფეთქებას ცდილობდა. 23 წლის უმან მუთალაბი მგზავრება და ეკიპაჟმა ერთობლივად დააკავეს. გავრცელებული ცნობის თანახმად, მუთალაბი ფეხზე შემოკრული ფხვნილის სითხით სავსე შპრიცში ჩაყრას ცდილობდა.

ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, მათ ასეთი მოწყბილობა პირველად ნახეს. სპეცსამსახურების წარმოამდგენელთა თქმით, მუთალაბი მართლაც იყო დაკავშირებული ალ-ქაიდას ქსელთან და იემენში რადიკალ ისლამისტებთან.



XS
SM
MD
LG