ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომის პაპმა ბენედიქტ მე-16-ემ შობისადმი მიძღვნილი წირვა აღავლინა


რომის პაპმა ბენედიქტე მე-16-ემ შობისადმი მიძღვნილი წირვა წმინდა პეტრეს მოედანზე მას მერე აღავლინა, რაც რამდენიმე საათის წინ ფსიქიურად გაუწონასწორებელი ქალი მას თავს დაესხა.

დღეს დილით 65 ენაზე მილოცვისას, მან ყურადღება გლობალურ ეკონომიკურ კრიზისზე, კონფლიქტებზე ახლო აღმოსავლეთში , დემოკრატიის ხარისხზე კონგოს რესპუბლიკაში, პოლიტიკურ არეულობაზე მადაგასკარში, ნიგერიასა და გვინეაში გაამახვილა.

მაგრამ მან აღნიშნა, რომ ქრისტიანები მსოფლიოს გარშემო, მათ შორის მათი ერაყში მცხოვრები ნაწილი, მთელი ძალითა და სულგრძელობით მშვიდობისა და თანაარსებობისთვის იბრძვიან.

პაპის პრეს-სპიკერის განცხადებით, ამ გამოსვლის წინა ღამეს , 25 წლის შვეიცარიული წარმოშობის იტალიელმა ქალი, სუსანა მაილომ, რომელიც ფსიქიურად გაუწონასწორებელია და პაპს თავს დაესხა, რის შედეგედაც ბენედიქტე მე-16-ე მიწაზე დავარდა. ქალბატონი საავადმყოფოსი წაიყვანეს.


XS
SM
MD
LG