ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში ოპოზიციის მომხრეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკება მოხდა


ირანის ოპოზიციური ჯგუფების განცხადებით ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ოპოზიციის მომხრეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ხელი შეუშალა ოპოზიციის დემონსტრაციას ნაფაჯაბადსა და ისპაჰანში, როდესაც ისინი დიდი აიათოლა ჰოსეინ ალი მონთაზერის ხსოვნას აღნიშნავდნენ.

ისფაჰანში პოლიციის ძალებმა დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზიც კი გამოიყენეს და 50-ზე მეტი აქტივისტი დააპატიმრეს. ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ცნობაში ასევე ნათქვამია, რომ უშიშროების ძალებმა ალყაში მოაქციეს წამყვანი რეფორმატორი სასულიერო პირის აიათოლა ჯალალედინ ტაჰერის სახლი. ოპოცისის განცახედბითმ, ასევე მძიმე შეტაკება მოხდა ქალაქ ნაფაჯაბადში, სადაც ოპოზიციის მხარდამჭერებმა ანტისამთავრობო დემონსტრაცია გამართეს.

XS
SM
MD
LG