ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აჰმადინეჟადი იგნორირებას უხდენს ამერიკის მოწოდებას


ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა არ მიიღო აშშ-ს შეთავაზება წლის ბოლომდე დათანხმდეს გარიგებაზე ბირთვული საწვავის დარგში. ქალაქ შირაზში წარმოთქმულ სიტყვაში აჰმადინეჟადმა ხაზი გაუსვა იმას, რომ აშშ-ს არა აქვს პირობების დადგენის უფლება და რომ დროა ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა შესცვალომ მათი მიდგომა. აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა კი აცხადებს, რომ თუ ირანი არ დათანხმდა ამ გარიგებაზე იგი დიპლომატიური ძალისხმევის გამოყენების შესაძლებლობას შეისწავლის, სანამ ირანისადმი ახალი სანქციების დადგენის საკითხს დააყენებს გაეროს უშიშროების საბჭოში. სახ-დეპის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ირანი ვერ დაამტკიცებს იმას, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიანი მიზნებისათვის არის შემუშავებული შედეგებისათვის იგი იქნება პასუხისმგებელი.

XS
SM
MD
LG