ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფედერალური რეზერვის თავჯდომარე კვლავ ბერნანკეა


შეერთებული შტატების კონგრესმა ბენ ბერნანკი ფედერალური რეზერვის თავჯდომარის თანამდებობაზე მეორე ვადით დაამტკიცა გასულ კვირას შეერთებული შტატების სენატის კომიტეტმა ბენ ბერნანკი ფედერალური რეზერვის თავჯდომარის თანამდებობაზე მეორი ვადით დაამტკიცა. ახლა ბერნანკის ნომინაციის საკითხი სენატის მთლიანი შემადგენლობის წინაშე წარსდგება. მართალია, როგორც მოსალოდნელია, ამ ჰარვარდში განათლება მიღებული ეკონომისტის დამტკიცება ალბათ სწრაფად მოხერხდება, მას კრიტიკაც არ აკლია. როცა 2005 წელს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ფედერალური რეზერვის თავჯდომარის თანამდებობაზე პენსიაზე გასული ალან გრინსპანის მაგივრად ბენ ბერნანკის კანდიდატურა წამოაყენა, უოლ სტრიტის საფონდო ბირჟაზე აქციების ფასები გაიზარდა რაც დადებით რეაქციას ნიშნავდა. მაგრამ ხუთი წლის შემდეგ, შეერთებული შტატების ფულადი პოლიტიკის მთავარი კოორდინატორის საქმნიანობას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მან ვერ შესძლო ათწლეულების მანძილზე ყველაზე უარესი ფინანსური კრიზისის თავიდან აცილება. რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ ბანინგი ბერნანკის უმკაცრესი კრიტიკოსია. მისი თქმით: „როცა ეკონომიკას კრიზისის ნიშნები დაეტყო და უძრავი ქონების სექტორში ხელოვნურად შექმნილი მაღალი ფასები დაეცა, თავჯდომარემ დროულად ვერ შენიშნა პრობლემები და საჭირო ზომები მხოლოდ დაგვიანებით მიიღო.“ მაგრამ 56 წლის ეკონომისტს მხარდამჭერებიც არ აკლია. როგორც ცნობილია, ჟურნალმა „თაიმმა“ ბერნანკე წლის ადამიანად დაასახელა. ჟურნალის მთავარი რედაქტორის მოადგილეს რომეშ რატნესარს მიაჩნია, რომ, პირიქით, სწორედ ბერნანკის დამსახურებაა ის, რომ მთავრობამ უფრო უარესი ეკონომიკური კრიზისისგან თავის დაღწევა შესძლო. ამასთან დაკავშირებით იგი აღნიშნავს: „ჩვენ ავირჩიეთ ბენი წელს ვინაიდან გვჯერა, რომ ეკონომიკა და ეკონომიკასთან დაკავშირებული საკითხები წლის უმთავრეს თემას წარმოადგენს. და სწორედ ამ ადამიანს დაეკისრა იმ პოლიტიკის განხორციელება, რომელმაც, ჩვენი აზრით, ქვეყანა ეკონომიკურ დეპრესიას გადაარჩინა.“ ვაშინგტონში მდებარე ბრუკინგსის ინსტიტუტის ეკონომისტი მარტინ ნილ ბეილი, რომელიც კლინტონის ადმინისტრაციის მრჩეველი იყო, აღნიშნავს, რომ ბერნანკიმ დროულად ვერ მოახერხა კრიზისის დასაძლევად საჭირო ზომების მიღება. მაგრამ მარტინ ნილ ბეილი აგრეთვე აღნიშნავს, რომ გამოცდილებისა და საქმისთვის დამოკიდებულების გამო ბერნანკი სავსებით შეესაბამება ფედერალური რეზერვის თავჯდომარის თანამდებობას. უნდა აღინიშნოს, რომ აკადემიურ და საფინანსო წრეებში ბერნანკეს პატივს სცემენ. ფედერალური რეზერვის თავჯდომარეობამდე ბერნანკი სტენფორდის უნივერსიტეტში ასწავლიდა და შემდგომში პრინსტონის უნივერსიტეტის ეკონომოკის ფაკულტეტს ხელმძღვანელობდა. იგი აგრეთვე ცნობილია დიდი დეპრესიის მიზეზების სამეცნიერო გამოკვლევითაც.

XS
SM
MD
LG