ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მორიგი რუსი ჯარისკაცი თავშესაფარს ითხოვს საქართველოში


რუსი ჯარისკაცი დიმიტრი ხრიკევი სოფელ პერევთან დისლოცირებული რუსეთის საოკუპაციო ჯარის ნაწილიდან გაიქცა. იგი საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფარს სთხოვს. ჩვენმა რესპონდენტმა ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშივილმა ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მიზეზი ამისა არის გაუსაძლისი პირობები რუსულ ჯარში, საკმაოდ დაბალი დისციპლინა, კორუფცია და ცუდი მატერიალური პირობები. მისივე თქმით მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ბევრ საუბრობს რუსული ჯარის რეფორმირებაზე, მან ვერანაირად ვერ მოახერხა ელემენტარული პირობების შექმნა ჯარში. ბატონმა კახამ ასევე აღნიშნა, რომ მისი აზრით რუსი ჯარისკაცები ასევე გრძნობენ იმას, რომ ოკუპანტის სტატუსში ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე სულაც არ არის პატრიოტული ვალის მოხდა ქვეყნის წინაშე.
XS
SM
MD
LG