ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რაულ კასტრომ პრეზიდენტი ობამას ადმინისტრაცია გააკრიტიკა



კუბის პრეზიდენტმა, რაულ კასტრომ ამერიკული სატელიტური მოწყობილობის კუბაში უკანონო დისტრიბუციისთვის პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია მკაცრად გააკრიტიკა. ნაციონალურ ასამბლეაზე კვირას გაკეთებულ მკაცრ განცხადებაში, პრეზიდენტ კასტრომ განაცხადა, რომ მტერი ახლა ისე აქტიურია, როგორც არასდროს. ამას კუბის ტერიტორიაზე ამერიკის მოქალაქის დაკავებაც ადასტურებს.


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტიკუბაში ამერიკის მოქალაქის დაკავების ფაქტს ადასტურებს, მაგრამ მის ვინაობას არ ამხელს. მერილენდში დაფუძნებულ კომპანია " Development Alternatives"-ში ამბობენ, რომ მათი თანამშრომელი კუბაში მივლინებული იყო, რათა კუბის სამოქალაქო საზოგადოებისთვის დახმარება გაეწია.


XS
SM
MD
LG