ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ავატარის " მსოფლიო კინოპრემიერა



ამერიკის შეერთებული შტატების კინოეკრანები ჯეიმს კამერონის ახალმა ფილმა „ავატარმა"დაიპყრო. მიუხედავად იმისა,რომ ფილმის მესვეურებს სურათის გადაღება 250 მილიონი დოლარი დაუჯდათ, ვარაუდობენ,რომ წარმატება მათ ბევრად უფრო მეტ მოგებას მოუტანს.

ფილმი "ავატარი" სამგანზომიალებიანი გამოსახულებით გამოირჩევა და უახლოესი ტექნოლოგიური ხერხებითაა გადაღებული.

ფილმში მოქმედება დედამიწაზე ორი ათას ას ორმოცდათოთხმეტი წელს ვითარდება. დედამიწელები პლანეტა პანდორაზე კოსმოსური მისიით მიფრინავენ.მისიის ვალია უცხო პლანეტიდან დედამიწისთვის მნიშვნელოვანი მინერალი ჩამოიტანოს.მეცნიერთა ჯგუფი,რომელიც ამ მისიას ხლემძღვანელობს სპეციალური პროგრამის „ავატარის „ საშუალებით პლანეტა პანდორას მოსახლეობას შესწავლას გეგმავს. ავატარები გენური ინჟინერიის საშუალებით შექმნილი არსებები არიან,რომლებიც პლანეტა პანდორას მოსახლეობას სამი მეტრის სიმაღლითა და სხვა გარეგნული ნიშნებით ძალზე გვანან .ავატარები პლანეტის ატმოსფეროს მშვენივრად ეგუებიან და პოლკოვნიკი მაილს ქუორიჩის ხელმძღვანელობით და ამერიკული სამხედრო ძალების საშუალებით პანდორაზე დედამიწელთა სრული კონტროლის დაწესებას გეგმავენ.

ფილმის მთავარი გმირი სავარძელს მიჯაჭვული ინვალიდი ჯეიკ სალი -ყოფილი მეზღვაურია.იგი პროგრამა "ავატარში" დაღუპული ტყუპი ძმის მაგივრად იღებს მონაიწილეობას და გენეტიკური მსგავსების გამო მას "ავატარის" პროგრამაში რთავენ.

მას მერე,რაც ჯეიკი ტრანსში გადადის, ავატარის სახით პლანეტა პანდორაზე აბსოლუტურად ჯანრთელი ხვდება. ავატარის გარეგნობის მქონე ჯეიკმა მისიას როცა დაასრულებს, პლანეტა პანდორა უნდა დატოვოს და დედამიწაზე დაბრუნდეს,სადაც ისევ მთელი ცხოვრება ინვალიდის სავარძელში უნდა იჯდეს.

ყველაფერი იცვლება,როცა ჯეიკს პანდორას მკვიდრი- პრინცესა ნაითირი უყვარდება.ჯეიკი თავისთვის ცვლის გადაწყვეტილებას და გადაწყვეტს პანდორას მოსახლეობა დედამიწელთა მიერ განხორციელებული გენოციდისგან იხსნას.

მსახიობი ზოი სელდანა,რომლიც პრინცესა ნაითირს თამაშობს ამბობს,რომ კომპიუტერული გრაფიკის დახმარებით შექმნილი გამოსახულება კამერონს სხვა ფილმებში არასდროს გამოუყენებია:

„სპეციალური კოსტიუმები გვეცვა და კამერა ჩვენს ყველა მიმიკასა და რეპლიკას მკაცრი სიზუზტით ასახავდა"

ჯეიმს კამერონის 250 მილიონიან ფილმს უძლიერესი ტექნოლოგიური ხერხებითა და სამგანზომიალებიანი გამოსახულების საშუალებით ულამაზეს ფანტასტიკურ სამყაროში გადავყავართ. თავად რეჟისორი აცხადებს,რომ ახალი კინო სურათი კაცობრიობას ალეგორიული გაფრთხილებას უგზავნის .გაფრთხილებას,რომელიც გვახსენებს,რომ ადამიანებმა ჰუმანურობა და სულიერება არასდროს უნდა დავკარგონ. მხოლოდ ეს თვისება იხსნის კაცობრიობასა და ჩვენს პლანეტას დაღუპვისაგან.




XS
SM
MD
LG