ერაყის იფიციალური
პირების ცნობით ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში თვითმკვლელის აფეთქებამ ორი ადამიანის სიცოცხლე
იმსხვერპლა, საოლქო საბჭოს თავმჯდომარის ჩათვლით.
პოლიციის ცნობით, თვითმკვლელი ქალაქ ტალ აფარში ადგილობრივი პოლიტიკური ფიგურის მანქანას მიუახლოვდა და აიფეთქა თავი, რის შედეგადაც აგრეთვე დაიღუპა პოლიტიკოსის ერთ-ერთი პირადი მცველი.
ერაყის მთავრობის ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, კორუფციულ საქმიანობაში მონაწილეობის გამო, პატიმრობის რვა წელი მიესაჯა ერაყის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილეს.