ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბანი რეგიონისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა


პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა, რომ ლიბანი რეგიონისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა. მან ლიბანის პრეზიდენტს მიშელ სულეიმანს განუცხადა, რომ გაეროს ის რეზოლუცია, რომელიც ჰესბოლას ორგანიზაციას განიარაღებისკენ მოუწოდებს შესასრულებელია. ვაშინგტონი შეშფოთებულია ლიბანის სამხრეთში გამაგრებული ჰესბოლას მებრძოლებისთვის იარაღის მიწოდების ფაქტების გამოაშკარავებით. ლიბანის პარლამენტმა კი პრემიერ-მინისრ საად ჰარირის იმ გადაწყვეტილებას დაუჭირა მხარი, რომელიც ჰესბოლას იარაღის ტარების უფლების ნებას რთავს:

„ძლიერი მთავრობის არსებობა ძლიერი არმიის გარეშე წარმოუდგებნელია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ლიბანის არმია ქვეყნის სხვადასხვა სარწმუნოების მიხედვით დაყოფილ ჯგუფებს შორის არსებული დაპირისპირების ომში გადაზრდას უშლის ხელს. ლიბანელები ბევრ რამეში ვერ თანხმდებიან. მაგრამ იმაში რომ ქვეყანას ძლიერი არმია ესაჭიროება ყველა თანხმდება. მათ სჯერათ, რომ არმია ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს და ამიტომაც მას პატივს მიაგებენ“.

გვეუბნება ლიბანელი ჟურნალისტი ჰანა ანბარი.

„ნამდვილ პრობლემას კი ის წარმოადგენს, რომ ლიბანის არმია ძლიერი არ არის. ჰესბოლამ, რომ მოინდომოს ამ არმიას ერთ დღეში გაანადგურებს. ჩემის აზრით არმია ლიბანის მოსახლეობის შემადგენლობას ნამდვილად ასახავს, მაგრამ მასზე დაკისრებულ ფუნქციას ვერ აუდის“.

თვლის ახლო აღმოსავლეთის მაუწყებლობის ცენტრის კორესპონდენტი ნადია ბილბასი.

„ლიბანის ომის შემდეგ გაეროს მიერ მიღებულ 1701-ე რეზოლუციას ჰესბოლას განიარაღება უნდა გამოეწვია და ლიბანის სახმრეთში იარაღის შეტანა უნდა შეწყვეტილიყო. მაგრამ ეს არ მოხდა. ისრაელს აშფოთებს ის, რომ შეერთებული შტატები ლიბანს კვლავაც ამარაგებს იარაღით და გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ქვეყნის ცენტრალური მთავრობა მოისუსტებს, ეს იარაღი ჰესბოლას შეიძლება ჩაუვარდეს ხელში“.

გვეუბნება ისრაელელიი ჟურნალისტი ნათან გუტმანი.

ნადია ბილბასი ამბობს, რომ ვაშინგტონმა ბეირუთს სამხედრო დახმარების სახით 400 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღი მიაწოდა:

ეს იმ რაოდენობის იარაღი არ არის, რომ ისრაელს სეროიოზული საფრთხე შეუქმნას. ჩემის აზრით, ლიბანის მთავრობა უფრო მეტ მძიმე შეიარაღებას მოელოდა და ამ პროცესის დაჩქარება ეწადა. ამავდროულად ლიბანის მთავრობას შემრიგებლური პოზიცია უკავია. მთავრობის წევრებს სჯერათ, რომ იმისთვის, რომ ტერორიზმს და რადიკალიზმს გაუმკლავდნენ, ჯერ რეგიონის ეკონომიკა უნდა გაუმჯობესდეს და ლიბანელებსაც უკეთესი საცხოვრებელი პირობები უნდა შეუქმნან“. გვეუბნება ბილბასი.

ბარაქ ობამამ ლიბანის პრეზისდენტს განუცხადა, რომ სირიის რეჟიმისადმი ამერიკის უარყოფითი დამოკიდებულება ლიბანს არ უნდა აფრთხობდეს და რაც არ უნდა მოხდეს, ლიბანის სუვერენიტეტს და სტაბილურობას არაფერი ემუქრება.


XS
SM
MD
LG