ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოპენგაგენში გლობალური კლიმატის ცვლილების ირგვლივ შეთანხმებას მიაღწიეს


გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი აცხადებს, რომ კოპენჰაგენში გლობალური კლიმატის ცვლილების პრობლემასთან დაკავშირებული შეთანხმება მიღწეული იქნა.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ შეთანხმებას სამართლებლივი ვალდებულების დაკისრების ძალა არ აქვს. კონფერენციაზე დამსწრე წარმომადგენლები 200 ქვეყნიდან მხოლოდ იმაზე შეთანხმდნენ, რომ გაითვალისწინებენ ხელშეკრულებაში ჩამოყალიბებულ პირობებს.

ბატონი მუნის განცხადებით, შეთანხმებას დაუყოვნებელი ეფექტი ექნება. ის თითოეულ ქვეყანას მოუწოდებს შეამციროს ნახშირორჟანგის გამოყოფა, რაც გლობალური ტემპერატურის მხოლოდ 2 ცელსიუსით მომატებას შეუწყობს ხელს.

პრეზიდენტი ობამას განცხადებით: „პირველად ისტორიაში, ძლიერი ეკონომიკის მქონე ყველა ქვეყანამ გადაწყვიტა საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა გლობალური კლიმატის პრობლემების მოგვარების დარგში."

ხელშეკრულების ტექსტზე შეთანხმება მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და მთელი პროცესის მანძილზე რამდენიმე განვითარებადი ქვეყანა დაუდეგარ წინააღმდეგობას უწევდა შეთანხმების პირობებს.


XS
SM
MD
LG