ქუთაისში მეორე მსოფლიო ომის მემორიალის დანგრევა მოსკოვს აღიზიანებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მემორიალის დანგრევა მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული ასობით ათასი ქართველის ხსოვნის შეურაცხყოფას წარმოადგენს. საქართველოში მემორიალის დანგრევას ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსების ნაწილი ეწინააღმდეგება.