იტალიის პრემიერ მინისტრის სილვიო ბერლუსკონი დღეს საავადმყოფოდან გაეწერა. მან ჰოსპიტალში 4 დღე დაჰყო მას შემდეგ რაც მილანში მასზე თავდასხმა განხორციელდა. საავადმყოფოდან გამოსულ პრემიერ მინისტრს სახე გადახვეული ჰქონდა ბინტით. ლიმუზინში ჩაჯდომამადე იგი მიესალმა იქ მყოფ ჟურნალისტებს.
კვირას განხორციელებული თავდასმის შემდეგ ბერლუსკონის ცხვირის და კბილის მოტეხილობა აღენიშნა. ბერლუსკონის საავდმყოფოდან გაწერას ექიმები ოთხშაბათს გეგმავდნენ , მაგრამ იმის გამო , რომ მას კვლავ ჰქონდა ტკივილები და საკვების მიღების პრობლემა, იგი კიდევ ერთი დღით დატოვეს კლინიკაში.