ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლისთვის 100  მილიარდი დოლარი გამოიყოფა


აშშ-ი პირობას დებს რომ იგი დახმარებას გასწევს წელიწადში 100 მილიარდი დოლარის მოზიდვაში, რომელიც ღარიბი ქვეყნების კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლას მოხმარდება. ეს კოპენჰაგენში ჩიხში შესული მოლაპარაკებების ადგილიდან დაძვრას შეუწყობს ხელს.

დღეს განცხადება ამის თაობაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა კონფრენციაზე ჩასვლისთანავე გააკეთა.

კონფერენციის მონაწილეების უმრავლესობა უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა მოლაპარაკებების წარმატებულ წარმართვას. კლინტონის განცხადებით, დაფინანსება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შეძლებენ წარმატებული ქვეყნები ძლიერი შეთანხმების მიღწევას.

მაგრამ ამასთან მან დასძინა რომ ამერიკა ხელშეკრულებას არ მოაწერს ხელს თუ ამას გამჭვირვალე ხასიათი არ ექნება.

XS
SM
MD
LG