გარემოს დაცვის მინისტრებს კოპენჰაგენის კონფერენციაზე კიდევ ერთი დღე აქვთ, რათა ჩამოაყალიბონ გლობალური დათბობის თაობაზე შეთანხმება, რომელიც პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და მსოფლიოს ასი სახელმწიფოს ლიდერს უნდა გადასცენ, რომელიც მსოფლიოში დათბობის პრობლემებს ეხება. მონაწილეები ჯერ-ჯერობით ვერ აღწევენ შეთანხმებას იმის თაობაზე თუ როგორ შეაჩერონ მავნე გამონაბოლქვი აირების დაგროვების პროცესი და შექმნან იმის შემოწმების მექანიზმი თუ როგორ ართმევენ თავს ამ პრობლემას ცალკეული სახელმწიფოები. აშშ მოითხოვს იმას, რომ ჩინეთმა დაუშვას შეთანხმების ტექსტის საბოლოო ვარიანტში იმ პუნქტის შეტანა, რომლითაც დაშვებული იქნება შემოწმების განსაზღვრული მექანიზმის ამუშავება. ჩინეთი უარს ამბობს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. იგი აცხადებს, რომ აშშ-ს წინადადება მავნე აირების მხოლოდ 17 % შემცირება ძალზე დაბალია. ამერიკული მხარე ამაზე პასუხობს, რომ აშშ-ს კონგრესი ალბათ უარს იტყვის ამ გაზების უფრო მეტად შემცირებაზე. აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დღეს კოპენჰაგენს ჩადის, რათა მოლაპარაკება გამართოს ჩინეთისა და ბრაზილიის ოფიციალურ პირებთან. ხვალ კონფერენციის მონაწილეებს აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა მიმართავს სიტყვით.