ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში ტერაქტში დაღუპულთა რიცხვი 33 კაცს აღწევს


პაკისტანის ქალაქ დერა ღაზი ხანში მაშველები ნანგრევებში ცდილობენ გადარჩენილთა აღმოჩენას. სამშაბათს კამიკაძე ტერორისტმა ავტომობილში დამონტაჟებული ნაღმი მოიყვანა მოქმედებაში, რის შედეგადაც განადგურდა რამოდენიმე მაღაზია, დიდი ზარალი მიადგა ერთ-ერთ მეჩეთს და აფეთქების ადგლზე გაჩნდა უზარმაზარი კრატერი. დაღუპულთა რიცხვა დღეს უკვე 33 კაცს მიაღწია. არიან დაღრილები. პაკისტანში ოქტომბრის შემდეგ ფიქსირდება ტერაქტების გახშირება და დროის ამ მონაკვეთში 500-ზე მეტი კაცია დაღუპული. პაკისტანელი ოფიციალური პირების ვარაუდით ეს მთავრობის მიერ ვაზირისტანში პაკისტანელი თალიბების წინააღმდეგ წამოწყებულ ოპერაციებზე თალიბთა პასუხს წარმოადგენს. პაკისტანის ლიდერები გმობენ ამ ტერაქტს და ამტკიცებენ, რომ ეს ვერ შეუშლის ხელს პაკისტანის ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG