ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონეთში  საბჭოთა  პერიოდის სიმბოლოები აიკრძალა


ევროპაში გამაღიზიანებელი სიმბოლოები დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. მაგალითად სვასტიკა ბევრ ქვეყანაში არალეგალურად ითვლება. თუმცა პოლონეთი კიდევ უფრო შორს წავიდა. სეიმი - პოლონეთის საკანონმდებლო ორგანო სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანას და კომუნისტური სიმბოლიკების აკრძალვასაც აპირებს.

ამ ცვლილების შემდეგ პოლონელებს აეკრძალებათ წითელი ვარსკლავით, ნამგალ-უროიანი გერბით ან თუნდაც ჩეგევარას მაისურით სიარული. ამისათვის კი მათ ან დიდი ჯარიმა ან დაპატიმრება გარანტირებული ექნებათ.

ზოგიერთი თვლის, რომ ეს პოლონეთის ბუნებრივი რეაქციია, იმ ტანჯვაზე რაც ამ ქვეყანამ საბჭოთა კავშირის ჰეგემონიის დროს გადაიტანა. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დღესდღეობით ბევრი ახალგზარდა პოლონელისთვის კომუნიზმი უფრო სატირული გასართობი და შემოქმედებითი წყაროა.

ვარშავის ერთ-ერთ პოპულარულ ქუჩაზე ახალგაზრდები იკრიბებიან ბარში, სადაც ყველაფერი 70-იან წლებს მოგაგონებთ. სახელიც საინეტერსო აქვს - პევექსი. ასე უწოდებდნენ პოლონელები ოერიდოში იმ მაღაზიათა ქსელს, სადაც დასავლური პროდუქციის ყიდვა შეიძლებოდა. რასაკვირველია თუკი დოლარები ქონდათ. ბარის მეპატრონე 30 წლის ახალგზარდა კაცი რომან გრუჩალსკია. „აქ წარსულის ნოსტალგიის შეგრძნებაა. იმ ეპოქის ბავშვებისთვის პევექსის მაღაზიები აუხდენელი ოცნება იყო. ჩვენ იქ ნაყიდ, ცარიელ ლუდის ქილებს და ასანთის კოლოფებს ვაგროვებდით. მე ამ ბარის დიზაინი ძალზედ მომწონს“ ამბობს გრუჩალსკი.


ახალი საკანონდმებლო ინიციატივა თავად პოლონეთის პრეზიდენტის ბატონ კაჩინსკის სამართლიანობის პარტიას ეკუთვნის. იდეას მხარს უჭერს მმართველი სამოქალაქო პლატფორმის პარტიაც. პოლიტიკოსების განცახდებით, ეს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება, რადგან საბჭოთა რეჟიმმა მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

საბჭოთა სიმბოლის აკრძალვას 24 წლის ლუკაშ პავლოვსკიც ეთანხმება. „მე ძალიან კარგად მესმის იმ ეპოქის ადამიანების, ვისაც ძალიან დიდი ტკივილი მიაყენეს იმ დროს. ამ ხალხისთვის შესაძლოა საწყენიც იყოს როდესაც საბჭოთა სიმბოლიკით დაინახავს ახალგაზრდას რომელსაც არაფერი სმენია საბჭოთა წყობის სისასტიკეზე და უბრალოდ გასართობად ატარებს ამ სიმბოლოს.“


ახალი კანონი გამონაკლისსაც დაუშვებს. ანუ აკრძალვა არ შეეხებათ მსახიობებს, მასწავლებლებს და კომუნისტური რელიქვიების კოლექციონერებს. თუმცა, დღემდე არ გამოქვეყნებულა სია, თუ რა სახის სიმბოლიკები იქნება აკრძალული. კრიტიკოსების განცხადებით მომავალი კანონი ძალზედ ბუნდოვანია და მრავალ კითხვას ბადებს.




XS
SM
MD
LG