ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოპენჰაგენის კონფერენცია რამოდენიმე ქვეყნამ   დემონსტრატიულად დატოვა


დღეს კოპენჰაგენის კონფერენცია რამოდენიმე განვითარებადი ქვეყნის წარმომადგენელმა დემონსტრატიულად დატოვა. ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ სათბურის გაზების შემცირების საკითხებს კონფერენციის დელეგატებმა სათანადო მხარდაჭერა არ გამოუცხადეს.

ღარიბი ქვეყნების წარმომადგენლები და მათ შორის აფრიკის ქვეყნები მიიჩნევენ,რომ გლობალური დათბობის შეჩერება რეალურია იმ შემთხვევაში,თუ ინდუსტრიული ქვეყნები სათბურის გაზების წარმოებას შეამცირებენ.თუმცა ამ ინიციატივას მდიდარმა ქვეყნებმა მხარი არ დაუჭირეს და განაცხადეს, რომ კიოტოს ხელშეკრულებას ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი და რამოდენიმე განვითარებადი ქვეყანა ხელს არ მოაწერს.


XS
SM
MD
LG