ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბების   დამარცხება გარდაუვალია


ავღანეთში ოფიციალური ვიზიტის დროს, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ თალიბების დამარცხება გარდაუვალია.

პრემიერ მინისტრის გორდონ ბრაუნის თქმით, შემდგომ რამოდენიმე თვეს კრიტიკული მნიშვნელობა ექნება, რადგან თალიბების ამბოხების წინააღმდეგ ბრძოლაში სულ უფრო მეტი საერთაშორისო სამხედრო ძალები ჩაირთვება.

დღეს, ავღანეთში გამოუცხადებელი ვიზიტის დროს, ბატონმა ბრაუნმა აგრეთვე განაცხადა, რომ ავღანელი და საერთაშორისო ძალები დაამარცხებენ თალიბების ამბოხებას.

ვიზიტის დროს ბრაუნი შეხვდა ავღანეთის პრეზიდენტს ჰამიდ კარზაის ქალაქ ყანდაარში მდებარე სამხედრო ბაზაზე. როგორც ცნობილია, ბატონი ბრაუნი და დასავლეთის ქვეყნების სხვა ლიდერები ცდილობენ დაარწმუნონ ბატონი კარზაი, რათა მან გაამუჯობესოს ქვეყნის მართვა და მთავრობაში გამეფებული კორუფცია აღმოფხრას.


ბრიტანელთა უმეტესობის მხარდაჭერა ავღანეთში ბრიტანეთის ჯარების ყოფნის მიმართ მნიშვნელოვნად შემცირდა . ნატოს ინფორმაციით, წელს 100 ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა ავღანეთში.



XS
SM
MD
LG