ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში ნავთობის ტენდერი რუსულმა და ნორვეგიულმა კომპანიებმა მოიგეს


დღეს ერაყის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობის საბადოს "დასავლეთ კურნა-2"-ის ტენდერი გაერთიანებული ძალებით მსოფლიოს ორმა უმსხვილესმა ნავთობის კომპანიებმა, რუსეთის ლუკოილმა და ნორვეგიის სტატოილმა მოიგეს.

ამ ორი კომპანიის შეთავაზებული ფასი საბადოზე წარმოებული ნავთობის ბარელზე დოლარსა და 15 ცენტს შეადგენს..ლუკოილი და სტატოილი დღეში ერთი მთელი რვა მილიარდი ბარელი ნავთობის წარმოებას გეგმავს.ერაყის ნავთობის საბადოს "დასავლეთ კურნა-2’ ქვეყნის ყველაზე აუთვისებელი საბადოა. სავარაუდოდ საბადოში - 12 მთელი 9 მეათედი მილიარდი ტონა ნავთობია. ერაყის ნავთობის საბადოს "დასავლეთ კურნა-ორის„ ორ დღიანი ტენდერი მიზნად ისახავს ქვეყნიდან დიდი რაოდენობით ნავთობის ექპორტირებას.პარასკევს, მრავალეროვნულმასანავთობო კომპანიამ როიალ დაჩ შელმა და მალაიზიის პეტრონამ ერაყის მეორე უმსხვილესი მაჯნუნის ნავთობის საბადოს ტენდერი მოიგეს. მაჯნუნის საბადოზე დაახლეობით 12 მთელი 6 მილიონი ბარელი ნავთობია.

XS
SM
MD
LG