ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საემიგრაციო ციხის წინასწარი დაკავების ნაგებობები გადავსებულია


ავსტრალიის საემიგრაციო დეპარტამენტის განცხადებით, შობის კუნძულზე მოთავსებული საემიგრაციო ციხის წინასწარი დაკავების ნაგებობები გადავსებულია. 2009 წლის განმავლობაში 50-ზე მეტი გემი იქნა დაკავებული, რომელთა მგზავრებიც ავსტრალიაში პოლიტიკური თავშესაფარის მოთხოვნით მოდიოდნენ.

შობის კუნძულზე ახლა 1400 -ზე მეტი ადამიანია დაკავებული. შეზღუდული ადგილების გამო, ხალხის ნაწილს კარვებში ცხოვრება უწევს. ამის გამო ოპოზიცია მთავრობას მათი ნაწილის სამშობლოებში დაბრუნებას სთხოვს. ოპოზიცია ხელისუფლებას იმაშიც აკრიტიკებს, რომ ქვეყანამ საზღვბზე კონტროლი დაკარგა. ხელისუფლება ამ განცხადებას უარყოფს და იმედს იძლევა, რომ წინასწარი დაკაკავების ცენტრებში მდგომარეობა გაუმჯობესდება.

ავსტრალია ყოველწლიურად 13 ათას ადამიანს აძლევს ლტოლვილის სტატუსს და ქვეყანაში კანონიერად დარჩენის უფლებას.


XS
SM
MD
LG