ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ ვაზირისტანში სამხედრო ოპერაცია დაასრულა


პაკისტანის პრემიერ მინისტრის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა თალიბ მეამბოხეთა წინააღმეგ სამხრეთ ვაზირისტანში სამხედრო ოპერაცია დაასრულა.

პრემიერ მინისტრი იუსუფ რაზა გილანის თქმით, არმიის ყურადღება ახლა ორაკზაის რეგიონზე გამახვილდება. პაკისტანის არმიის ცნობით, პაკისტანში მოქმედი ალ ყაიდას ხელმძღვანელობა სამხრეთ ვაზირისტანიდან სწორედ იქ გადავიდა. გაეროს წარმომადგენლების თქმით, ათასობით ადგილობრივი მაცხოვრებელი ორაკზაის რაიონს საკუთარი ნებით ტოვებს.

შეერთებული შტატების სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ გაკეთებული განცხადებების თანახმად, უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული თავდასხმის დროს, ალ ყაიდას ერთ-ერთი ლიდერი სალეჰ ალ სომალი დაიღუპა. ის შეერთებულ შტატებზე, აფრიკისა და ევროპის ქვეყნებზე განხორციელებული თავდასხმების ორგანიზებაში იყო ეჭვმიტანილი.



XS
SM
MD
LG