ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაცინვის შიში ანუ გელოტოფობია



გელოტოფობია ეს არის დაცინვის შიში, რომელიც მორცხვი ადამიანებისათვის არის დამახასიათებელი. გელოს ბერძნულად სიცილს ნიშნავს ფობია კი შიშს. საერთოდ მორცხვი და თავმდაბალი ხალხი ხშირად თავს არიდებს უცხო ადამიანებთან კონტაქტს. ეს ერთი შეხედვით უბრალო ამბავია, თუმცა დიდი განსხვავებაა ჩვეულებრივ მორცხვობასა და დაცინვის პანიკურ შიშს შორის.

ვიქტორ რუბიო მადრიდის უნივერსიტეტის მეცნიერთანამშრომელია, რომელიც ადამიანის ქცევის ნორმებს შეისწავლის. მისი თქმით ადამიანები დაცინვის ობიექტები სხვადასხვა მიზეზის გამო ხდებიან. ვისაც ხშირად დასცინიან, ის გაურბის სოციალურ ურთიერთობებს და სამწუხაროდ თავის თავში იკეტება.

ვიქტორ რუბიო მეცნიერთა იმ საერთაშორისო ჯგუფის წევრია, რიმელიც სიცილის ფენომენს შეისწავლის. ამ ჯგუფის მიზანია იპოვოს განსხვავება გელოტოფობიასა და ჩვეულებრივ სიმორცხვეს შორის. ასევე საინტერესოა,თუ როგორია სხვადასხვა კულტურებში დამოკიდებულება იუმორის მიმართ.

აღნიშნულ პროგრამას ციურიხის უნივერსიტეტი ხელმძღვანელობს. ამ პროგრამაში 93 მეცნიერი მონაწილეობს. გამოკვლევაში 22 000 ადამიანი მონაწილეობდა. გამოკითხულთა ერთმა ნაწილმა განაცხადა, რომ საკუთარ თავდაჯერებულობას უცხო სოციალურ გარემოში კარგავს. თუმცა ეს ადამიანები ემოციების დამალვას ახერხებენ. გამოკითხულთა მეორე ჯგუფი აცხადებს, რომ თავს არიდებს იმ საზოგადოებაში ყოფნას, სადაც ისინი ოდესღაც მასხრად აიგდეს.

ამგვარი უხერხული სიტუაციების დროს ადამიანი შიშის თუ სიმორცხვის სხვადსხვანაირ გამოვლინებას განიცდის. არავის არ სურს ამ ქვეყანაზე დაცინვის ობიექტი გახდეს, თუმცა სხვადასხვა ქვეყნებში ამ პრობლემასთან დაკავშირებით საზოგადოებას სხვადსხვა დამოკიდებულება გააჩნია. მაგალითად თურქმენეთსა და კამბოჯაში ადამიანები ცდილობენ არაფერი შეიმჩნიონ, თუ ისინი დაცინვის ობიექტები გახდნენ. ერაყელები, ეგვიპტელები და იორდანელები ყოველთვის დაიძვრენენ თავს იმ საზოგადოებაში ყოფნისგან, სადაც მათ მიმართ სარკასტულად არიან განწყობილნი. რაც შეეხება ფინელებს მათ საერთოდ არ აღელვებთ რაზე იცინიან გარშემომყოფები და თავის თავზე არასოდეს მიიღებენ ამ დაცინვას. გამოკითხული ფინელების მხოლოდ 8% განიცდის ერთგვარ უხერხულობას ამასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც ტაილანდში ეს პრობლემა მოსახლეობის 80%-ს აწუხებს. რაც შეეხება საქართველოს აქ ამგვარი გამოკითხვა ჯერ არავის ჩაუტარებია. თუმცა ამ ქვეყანაში როგორც ცნობილია ყვალა ერთმანეთს დასცინის, ოღონდ ზურგს უკან.



XS
SM
MD
LG