როგორც ამერიკის ხმის კორესპოდენტი პიტერ ფედინსკი მოსკოვიდან იუწყება, რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებს საქართელოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობების აღდგენას. თუმცა მისივე თქმით, ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების არანაირი პრობლემა არ არსებობს. „ფაქტი ფაქტად რჩება. ჩვენი ურთიერთობები დანგრეულია. სამწუხაროდ ეს სიმართლეა. სწორედ პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობებია დანგრეული. რუსეთის და პრეზიდენტ მედვედევის პოზიცია კი ის არის, რომ ეს ჩვენი ბრალი არ არის." განცახდა დმიტრი მედვედევმა მოსკოვში გამართულ მედიაფორუმზე, ქართველი რედაქტორის მალხაზ გულაშვილის მიერ დასმულ შეკითხვაზე. ასევე მან დასძინა, რომ მიხეილ სააკაშვილთან და საქართველოს ზოგიერთ ხელმძღვანელთან კონტაქტების აღდგენას არ აპირებს.
პოპულარული
1