ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოპენჰაგენში კლიმატის ცვლილების საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია ტარდება



კოპენჰაგენში კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული კონფერენცია უკვე გაიხსნა. კონფერენციას მსოფლიოს 200 ქვეყნიდან 15,000 წარმომადგენელი დაესწრო. ძირითადი საკითხი,რომელზეც დელეგატები იმსჯელებენ-გლობალური დათბობის წინააღმდეგ შეთანხმების მიღწევაა. კონფერენციის მესვეურები დელეგატებს შემდეგი სიტყვებით მიესალმნენ: "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება 2009წლის გაეროს კლიმატის ცვლილებების კონფერენციაზე“ ამ საზეიმო სიტყვების შემდეგ კოპენჰაგენის კონფერენცია მუშაობას შეუდგა და ეს პროცესი ორი კვირა გასტანს.

ამ ხნის მანძილზე დელეგატების მსჯელობის ძირითადი საგანი სათბური გაზების შემცირება,ახალი ეკოტექნოლოგიების დანერგვა და განვითარებადი ქვეყნებისთვის დახმარების გაწევა იქნება.ყველა ეს საკითხი კონფერენციის მონაწილეებმა გრძლევადიანი და ურთიერთანამშრომლობით უნდა გადაწყვიტონ. გაეროს კლიმატის ცვლილებების სამსახურის უფროსმა ივო დე ბოერმა დელეგატებს შემდეგი სიტყვებით მიმართა:

„ფორმალური სიტყვების დრო ამოიწურა.მოსამზადებელი პროცესიც დასრულებულია.

დროა თეორიულად გაწეული სამუშაოს შემდეგ პრაქტიკულ ქმედებებზე გადავიდეთ.“ ციტატის დასასრული აღსანიშნავია, რომ სათბურის გაზების შემცირების შესახებ კონკრეტული წინადადებები მსოფლიოს რამოდენიმე ქვეყანამ უკვე წარმოადგინა. მათ შორისაა: ამერიკის შეერთებული შტატები,ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა.

დანიის პრემიერ მინისტრმა ლარს ლოკ რასმუსენმა დელეგატებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „გლობალურ დათბობას საზღვრები არ გააჩნია, სამწუხაროდ ცვლილებები ყველა ჩვენთაგანზე აისახება. ამიტომაც გადამწყვეტი ნაბიჯები დღესვე უნდა გადავდგათ“

პრემიერ მინისტრმა მტკიცე რწმენა გამოხატა,რომ კონფერენციის დელეგატები შეძლებენ საერთო გადაწყვეტილება გამოიტანონ და ხელშეკრულების საბოლოო ვარიანტი ხელმოსაწერად გაამზადონ.

XS
SM
MD
LG