ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზ. კარზაი ამბობს, რომ სახსრები არ ყოფნის არმიის შესანახად


ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის განცხადებით, მის მთავრობას არ გააჩნია სახსრები უსაფრთხოების ძალების შესანახად შემდგომი 15 წლის მანძილზე.

დღეს შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრთან რობერტ გეითსთან ერთობლივი პრეს კონფერენციის დროს, ბატონმა კარზაიმ ფინანსური დახმარების თხოვნით მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას. პრეზიდენტმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ავღანეთს არ გააჩნია რესურსები უსაფრთხოების პრობლემის გადასაჭრელად.

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი გეითსი ავღანეთში იმყოფება. მისი მიზანია დაარწმუნოს ავღანეთის ლიდერები- გაზარდონ ავღანეთის უშიშროების ძალების რაოდენობა და აამაღლონ მისი უნარი. ეს შეერთებული შტატების მაღალჩინოსანი ოფიციალური პირის პირველი ვიზიტია ავღანეთში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მიიღო გადაწყვეტილება ავღანეთში დამატებითი 30,000 ჯარისკაცის გაგზავნის შესახებ.

XS
SM
MD
LG