ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალ ყაიდას ლიდერის   შეპყრობა და განადგურება  ძალზე მნიშვნელოვანია


ამერიკის თავდაცვის მინისტრის რობერტ გეითსის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვოს სამსახური წლების მანძილზე ღონეს არ იშურებს იმისათვის, რათა ბინ ლადენის ზუსტი ადგილსამყოფელი დაადგინოს.

გუშინ, ახალი ამბებისთვის მიცემულ ინტერვიუებში თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეითსმა,სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიმს ჯონსმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ფაქტს, რომ ალ ყაიდას ლიდერის შეპყრობა და განადგურება ძალზე მნიშვნელოვანია.

სამივე მაღალი დონის პოლიტიკოსმა ერთხმად დაუჭირა მხარი პრეზიდენტი ობამას გადაწყვეტილებას ავღანეთში დამატებით ოცდაათი ათასი ამერიკელი ჯარისკაცის გადაგზავნასა და 2011 წლიდან სამხედრო ძალების გამოყვანის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით.

სახელმწიფო მდივანის აზრით:- „ეს გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებიდან გამომდინარეა მიღებული.ასევეა გათვალისწინებული ისიც,თუ ვისთან გვიწევს მუშაობა ავღანეთის ტერიტორიაზე "


XS
SM
MD
LG