ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო სასამართლო კოსოვოს დამოუკიდებლობის კანონიერებას განიხილავს


საერთაშორისო სასამართლო დღეს დაიწყებს სერბეთის მიერ შეტანილი საქმის მოსმენას, რომელიც კოსოვოს მიერ 2008 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადებას ეხება.

სერბეთისა და კოსოვოს გარდა, სასამართლო 30 ქვეყნის ჩვენებას მოისმენს, მათ შორის ამერიკისა და რუსეთისაც. სასამართლო პროცესი 11 დეკემბერს დასრულდება. გადაწყვეტილება იმაზე, კანონიერი იყო თუ არა კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება, სასამართლო რამდენიმე თვეში მიიღებს.

კოსოვომ დამოუკიდებლობა სერბეთისა და რუსეთის კატეგორიული წინააღმდეგობის მიუხედავად გამოაცხადა. კოსოვოს დამოუკიდებლობა 63 ქვეყანამ აღიარა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა.

XS
SM
MD
LG