ჰონდურასელმა შეძლებულმა
ბიზნესმენმა პორფირიო, იგივე „პეპე,“ ლობომ გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა ქვეყნის
საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ შედგა.
მისი თქმით, ის
ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აღადგინოს ის კავშირები, რომლებიც ჰონდურასს საერთაშორისო
საზოგადოებასთან სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ შეუწყდა.
ბატონი ლობო, ოპოზიციის კონსერვატიული წარმომადგენელი იყო. მას მოსახლეობის 56 პროცენტმა დაუჭირა მხარი. პრეზიდენტობის მეორე კანდიდატი გაძევებული პრეზიდენტი მანუელ ზელაიას მთავრობის ვიცე პრეზიდენტი ელვინ სანტოსი იყო.